თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს, რომელიც 5 თვის ორსული იყო, ორი დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები ჰქონდა, გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად კი გრიპის ვირუსი სახელდება.

„ორი დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, ექიმთან არ ყოფილა მისული. ეზოში მდგარი გადავარდა და ვეღარ გადაარჩინეს,“- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერია წარმომადგენელმა სოფელ ვანთაში, გიორგი ნაპირელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს,გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი ექსპერტიზიებია დანიშნული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად