თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

ხანძრის ლიკვიდაციაზე ამ წუთებში თელავის და ყვარლის სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

ხანძრის შედეგად ყოფილი გეოფიზიკის ინსტიტუტის ალაზნის სეტყვის საწინააღმდეგო ბაზის სამსართულიანი შენობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე შენობა დაიწვა.

ცნობისათვის, დღის მეორე ნახევარში ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო მიმდებარე შენობებზეც გავრცელდა. მეხანძრეებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში მოსახლეობაც იყო ჩართული.

რუისპირის პარალელურად, ცეცხლი ეკიდა ტყის საფარს სოფლებში აკურაში, იყალთოსა და თეთრწყლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად