თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა დროულად, დაგვიანების და დარღვევების გარეშე

ხმის მიცემის პროცესი დილის რვა საათიდან დაიწყო ყველა საარჩევნო უბანზე, არცერთ დარღვევას ადგილი არ ჰქონია – ამის შესახებ „აიპრესს“ თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით 54 საარჩევნო უბანია, ყველა გაიხსნა დროულად, დაგვიანების და დარღვევების გარეშე. ასევე გვაქვს ერთი სპეცუბანი, სადაც რეგისტრირებულია 106 ამომრჩეველი, ჩვენი ჯგუფები უკვე გავიდნენ ლოკაციებზე და შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდება ხმის მიცემა. დეტალურ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ მოგაწვდით 12:00 საათზე“, – განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.

ჯამში, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 56 100 ამომრჩევლის რეგისტრეირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად