თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ნაცმოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველი იქნება

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან"გიორგი ბოტკოველი იქნება. იგი ამ დრომდე პარტიის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი იყო.

"ამ ხელისუფლების წყალობით, მე ვიქნები თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი იღონა, რომ თელავისთვის სტატუსი წაერთმია. ჩემი მთავარი დაპირება იქნება ის, რომ თელავი გახდეს ისევ თვითმმართველი ქალაქი.

რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას, ეს არის სიმბოლური რომ ჩვენ ილიას ეზოდან ვიწყებთ ამ გამარჯვებისთვის ბრძოლას.ჩვენ 2016 წელს ზუსტად ყვარელში მოვიპოვეთ გამარჯვება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავუბრუნებთ კახეთს განვითარებას და დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას განვითარებას", – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად