თელავის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ თელავში დაგეგმილ წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებები 20 ნოემბერს გაიხსნება.

თელავის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 8.5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით.
დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვიარებისა და ჭაბურღილების მოწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 30 000-მდე ადგილობრივი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნვეელყოფილი.
აღნიშნული საერთაშორისო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ჭაბურღილები და გამრიცხველიანდა მოსახლეობის ნაწილი, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. გაზაფხულისთვის დასრულდება თელავის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები.
გარდა ამისა, დაგეგმილია სამუშაოები „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობაზე. ამ ეტაპზე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შერჩევა შეფასების პროცედურა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად