თელავის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარევას ითხოვს

10-მდე ადგილოვრივი,ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად თელავის მერიასთან შეიკრიბა და პრობლემა გააპროტესტა.

“მერამდენე საუკუნეა წყალი რომ არ გავქვს, ოჯახში წყალზე მეტად არაფერია საჭირო. ორ დღეში ერთხელ იცი ნახევარი საათით მოდის. იმდღეს მაპატიეთ და შუა ბანაობის პროცესში დამიწყსა წყალი, შამპუნიანი დავრჩი”,- აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე

მათი თქმით, წყლის მოტანა ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან უხდებათ.

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ბრალდებებს გამოეხმაურა თავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი,რომელიც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო ალაზნის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

“ბოლო თვეების განმავლობაში იკლო დებეტმა მნიშვნელოვნად, რაც დაკავშირებულია ნალექის სიმცირესთან.
არის ადგილები, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში არ მოდის წყალი. წყალმომარაგების
კომპანიასთან ერთად, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მეშვეობით ხორციელდება წყლის მიტანა მოსახლეობისთვის სპეციალური რეზერვუარებით. ინტენსიურად მიმდინარეობს უკვე სამუშაოებიდა ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა.,,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.
პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად