თელავის მერია სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფებს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გადასახადს დაუფინანსებს

თელავის მერია სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ სტუდენტებს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გადასახადს დაუფინანსებს.

“ასეთი თელავის მუნიციპალიტეტში სულ 16 ბავშვია. თუ ისინი პროფესიულ კოლეჯში სწავლას მოისურვებენ, მათ გადასახადს ჩვენ დავფარავთ, წელიწადში ორჯერ ჩავურიცხავთ თანხას, 500-500 ლარის ოდენობით. ეს პროგრამა წელს პირველად განხორციელდება. განათლების სამინისტრო, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალაგაზრდებს მხოლოდ უმაღლეს განათლებას უფინანსებს, პროფესიულს არა. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, რათა მათ ისწავლონ და სხვადასხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ,”- განაცხადა სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტია 16 000 ლარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად