თელავის მე-7 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადადის – პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მე-7 საჯარო სკოლ სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადადის, მიზეზი პედაგოგის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

სკოლა უკვე დაიხურა და ერთი კვირის განმავლობაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იქნება. პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დრომდე დაკეტილია თელავის პირველი საჯარო სკოლაც, სადაც სამი პედაგოგია ინფიცირებული.

ერთი კვირით დაიკეტება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლაც, სადაც კორონა ვირუსით პედაგოგი დაინფიცირდა.

დღეს კახეთში კორონა ვირუსით ინფიცირების 37 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონში სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ 19- ის 285 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად