თელავის l საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

,,აიპრესის,, ინფორმაციით, პედაგოგის ანალიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პედაგოგთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაშია. სკოლის სხვა პედაგოგებს კი მასობრივი ტესტირება ჩაუტარდებათ.

,,ჯერჯერობით სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. წესების დაცვით ვმოქმედებთ, შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში სკოლა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე,შემდეგ კი კვლავ განვაახლებთ სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში.,,- განუცხადა ,,აიპრესს,, თელავის l საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა.

სასწავლო პროცესი შესაძლოა შეჩერდეს თელავის მე-9 საჯარო სკოლაშიც, სადაც კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯამში, კახეთის რეგიონში covid-19-ის 150-მდე დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ეპიდემიოლოგების თქმით, რეგიონში არსებული სიტუაცია მართვადია, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად