თელავის ისტორიულ მუზეუმში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო აღინიშნა

3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე თელავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებებით აღინიშნა.

მუზეუმის ფოიეში მოეწყო შშმ პირთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში კი შშმ პირთა უფლებების დაცვასა და იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რასაც საზოგადოებების აღნიშნული ნაწილი ყოველდღიურად, არაადაპტირებული გარემოს გამო აწყდება. შეხვედრაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დღის ცენტრების წარმომადგენლებმა და შშმ პირებმა მიიღეს მონაწილოება.

ღინისძიების დასასრულს, ბავშვებმა მუზეუმის ტერიტორიის გარე პერიმეტრი მოხატეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად