თელავის დემოკრატიის სკოლაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და ნულოვან ბარიერზე იმსჯელეს

დისკუსიაში არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყველა პოლიტიკური პარტიის მთავარი მოთხოვნა იყო. ეს მათთვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება. სიახლე მოქალაქეებისთვის შეცვლის იმას, რომ აღარ დაიკარგება იმდენი ხმა, რამდენიც შერეული სისტემის დროს. ამომრჩევლების ხმა ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს პარლამენტში,, – განაცხადა თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ.
,,ლეიბორისტული პარტიის,, კახეთის რეგიონის ხელმძღვანელს ნიკა ვარდოშვილს მიაჩნია, რომ ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით დიდი რისკი არსებობს. -„მაჟორიტარული სისტემა ცალსახად გასაუქმებელია, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის ათწლეულების მოთხოვნაა. უნდა დამთავრდნენ ის არაფრისმაქნისები, ვინც სხედან პარლამენტში. ნულპროცენტიან ბარიერს რაც შეეხება, აქ დიდი რისკი არსებობს. სამი გიჟი რომ შეიკრიბოს და პარტია შექმნას, თავისუფლად შეუძლიათ პარლამეტის წევრები გახდნენ. ეს პირველ რიგში აწყობს მთავრობას, რომ როგორმე შეაკოწიწოს უმრავლეობა. ჭრელი პარლამენტი, სადაც გაურკვეველი ჯგუფები იქნება წარმოდგენილი, არჩევის დღიდანვე დაშლისთვისაა განწირული. დესტრუქციულ ძალებს არ უნდა მიეცეთ პარლამენტში მოხვედრის საშუალება.,, – განაცხადა ვარდოშვილმა.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და ნულოვან ბარიერს დადებითად აფასებენ ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენელები.
„პროპორციული სისტემა ყველაზე დემოკრატიული სისტემაა საარჩევნო გარემოსთვის. კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო, რომ 2024 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები ამ სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს არის ყველაზე კარგი სისტემა, თუკი რაიმე არსებობს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. კარგია იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ხმა იქნება ასახული პარლამენტში. ის, რა მოდელიც დღესაა დაანონსებული ხელისუფლების მხრიდან- ნულოვანი ბარიერი, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას პოლიტიკური პარტიებისთვის.,, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელმა, ბენო გეგეჭკორმა.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება წარმოადგენდა, რასაც საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია დათანხმდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...