თელავის აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და არსებული რეგულაციების დარღვევის გამო ამჯერად 2 000 ლარით დაჯარიმდა

დაჯარიმების შემდეგ ობიექტის დაკეტის გადაწყვეტილება ბაზრის ადმინისტრაციამ თავად მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარის მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ, ხოლო გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართება შეხვედრა, სადაც არსებული წესების დაცვის შესახებ კონსულტაციებს გაივლიდნენ.
თელავის აგრარული ბაზარი შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა თერმოსკრინინგის არასაკმარისი აპარატის გამო გუშინაც გააფრთხილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად