თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზის შუამთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი  და “ფორდის” მარკის სატვირთო შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ სატვირთო ამობრუნდა.

შუახნის ასაკის დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინციდენტის შედეგად,  გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარება და პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად