თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია

თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა ინტენსიურად თოვს.

“დილის 09:00-ის ნახევარზე მოვხსენით შეზღუდვები, გზის საფარი შავი იყო აბსოლუტურად, თუმცა ცოტა ხნის წინ  ისევ ინტენსიური თოვა დაიწყო, რის გამოც გზის რამდენიმე კილომეტრი უკვე გადათეთრდა. ჩვენი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, ყრიან მარილს და ამ ეტაპზე გადაადგილება თავისუფალია”,- განუცხადა “აიპრესს” თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა.

გომბორზე თოვა გუშინ საღამოს დაიწყო, ღამის განმავლობაში კი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად