თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5 ადამიანი დაშავდა, განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

მოხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...