თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ შილდასთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ერთი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...