თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...