ერთმანეთს „მერსედესის“ და „გოლფის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავდა ორივე მანქანის მძღოლი და მგზავრები.
ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოტეხილობებით და სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში მოათავსა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.