თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

BMW – ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა
დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

“შემოყვანილია 4 პაციენტი, სამი ქალი და ერთი მამაკაცი, ოთხივე ახალგაზრდა ასაკის, რაიმე სერიოზული ტრავმა არ ფიქსირდება, თუმცა პირველადი დახმარება გაეწიათ და მიმდინარეობს დაკვირვება”, – განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა ხათუნია ჭონიაშვილმა.

შემთხვევის გამო დროებით შეფერხებული იყო ავტომობილების მოძრაობა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად