თელაველმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ქართველმა სპორტსმენებმა ნავსი გატეხეს და სამი წაგებული ფინალის შემდეგ ოქროს მედალი მოიპოვეს.

57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 5 გზის ცემპიონი, თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი რუს საიან ხეტრეკს შეხვდა, დაამარცხა იგი მინიმალური ანგარიშით 1:0 და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მეექვსედ მოიპოვა!

13 წამი დაგვაკლდა კიდევ ერთ ოქროს მედლამდე. მძიმეწონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში დავით ლორიაშვილი რუს რუსლან კისელიოვთან შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე გააფრთხილეს მსაჯებმა, ანგარიში 1:1 გახდა, მაგრამ ამის მიუხედავად წინ იყო, რადგან მას ქულა ილეთის ხარჯზე ჰქონდა მოპოვებული. შეხვედრის დასრულებამდე 13 ქამით ადრე კი, პარტერში ჭიდაობისას, მსაჯმა მოულოდნელად შეაჩერა შეხვედრა და ლორიაშვილი აკრძალული ილეთის გამოყენების გამო დააჯარიმა ორი ქულით.

დღესვე საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მოიპოვა მედალი 74 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლევან ნახუცრიშვილი გახდა,

ამრიგად, გუშინ მოპოვებულ 4 მედალს ქართველმა სამბისტებმა დღეს კიდევ სამი შემატეს

57 კგ ვახტანგ ჩოდრიშვილი – ოქრო

72კგ ნინო ოძელაშვილი – ვერცხლი
68 კგ – მინდია ლილუაშვილი – ვერცხლი
90 კგ პაატა ღვინიაშვილი – ვერცხლი
100კგ დავით ლორიაშვილი – ვერცხლი

52 კგ გივი ნადარეიშვილი – ბრინჯაო
74 კგ ლევან ნახუცრიშვილი – ბრინჯაო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად