თელაველმა მეორეკლასელმა მათე კობიაშვილმა “ვუნდერკინდის” ოლიმპიადაში გაიმარჯვა

მათე კობიაშვილი “ვუნდერკინიდის” ქართული და ინგლისური ენების ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

ვუნდერკინდმა, რომელიც ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

მათეს დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. გარდა ამისა, ის ვებ-სემინარის კურსს უფასოდ გაივლის.
სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში მცხოვ­რებ­მა ვუნ­დერ­კინდმა 2 წლის ასაკ­ში მსოფ­ლიო ატ­ლა­სი ზე­პი­რად იცო­და და ყვე­ლა ქვეყ­ნის დრო­შას ცნობ­და. მათე თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რ, რუ­სულ და ფრან­გულ ენებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად