თეირანის აეროპორტმა თოვლის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა

ძლიერი თოვლის გამო, თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები დროებით შეჩერდა,-ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.

აეროპორტის გენერალური დირექტორის, იბრაჰიმ მორადის თქმით, შესაბამისი სამსახურები თოვლის გამო, დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ. ამასთან, ფრენები უსაფრთხოების მიზეზების გამო შეჩერდა, რადგან ხილვადობა დაბალია.

მან დასძინა, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

დეკემბრის ბოლოს, წვიმის, ყინვისა და ძლიერი თოვლის გამო, კანადას დედაქალაქ ოტავასა და პროვინცია კვებეკში დაახლოებით 200 რეისი გაუქმდა. შემდეგ, ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 15-20 სანტიმეტრიანი თოვლიანი თოვლი ივარაუდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად