თეირანი ევროპას, ერთი ბარელი ნავთობის 200 აშშ დოლარამდე გაძვირებით ემუქრება

დასავლელ მომხმარებლებს ნავთობის ყოველი ბარელის ყიდვა 200 აშშ დოლარად მოუწევთ, თუკი ევროპა გააგრძელებს თავისი ვალდებულებების იგნორირებას, რაც ბირთვული შეთანხმების წინაშე მართებს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის მთავარმა წევრმა განაცხადა.

„ევროპელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუკი ამ ტენდეციას გააგრძელებენ, თითო ბარელი ნავთობის ყიდვა 200 აშშ დოლარად მოუწევთ, ხოლო ჩვენ მოგვეცემა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის საშუალება“, – აცხადებს იგი.

აღნიშნულ განცხადებამდე, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ თეირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეცვალოს თავისი ვალდებულებები ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუკი ევროპა გააგრძელებს აშშ-ის გავლენის ქვეშ ასე უმოქმედოდ ყოფნას.

თავიანთ ქმედებას ირანის ხელისუფლება იმით ხნის, რომ შეთანხმების წევრმა ქვეყნებმა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების საწინააღმდეგოდ არაფერი მოიმოქმედეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...