თეიმურაზ ჯუღელმა მეოთხე გამარჯვება მიითვალა

ტოკიოში, ჰაცუ ბაშოს მე-6 დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ჯურიო დივიზოინში თეიმურაზ ჯუღელმა – გაგამარუმ (ჯურიო N14) მონღოლ კიოკოშუჰოს (ჯურიო N13) სძლია და მე-4 მოგება მიითვალა. 

ჯურიო დივიზიონში ერთადერთი დაუმარცხებელი შიმანოუმია. ხუთ-ხუთი მოგება ორ რიკიშს აქვს.

მაკუჩი დივიზიონში შეხვედრები ეს წუთია დაიწყო. აქ ხუთი დღის თავზე დაუმარცხებლები არინ იოკოძუნა ჰაკუჰო, კომუსუბი მიტაკეუმი, დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ონოშო და აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა, ბრაზილიელი კაისეი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...