თედო კობახიძე ისანი-სამგორის ინფრასტრუქტურაზე: 21-ე საუკუნეში ხალხს არ აქვს კანალიზაცია

მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის სხდომაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ, თბილისის სამგორისა და ისნის რაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად დააყენა.

„მიზანშეწონილად მივიჩნევ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იყოს სამგორის რაიონში, ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ოჯახიანი დასახლების კეთილმოწყობის საკითხი.

კერძოდ, აღნიშნულ დასახლებას და შესაბამისად 150-მდე ოჯახს, არ გააჩნიათ მისასვლელი გზა, რის გამოც ნალექიანი ამინდის დროს გადაადგილება და ქალაქთან კომუნიკაციაც შეუძლებელია. ასევე, 21-ე საუკუნეში მოსახლეობას არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემა და წლების განმავლობაში სრულ ანტისანიტარიაში იმყოფებიან.

ვფქრობ, რომ დედაქალაქის მთავრობისთვის აღნიშნული პროლემების მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული. ანალოგიური პრობლემა, უკვე 15 წელია აწუხებს ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებელებს, კერძოდ 70-მდე ოჯახს. ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ 70 ოჯახი დევნილის სტატუსის მფლობელია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხალხს დავეხმაროთ და შევუქმნათ ცხოვრებისათვსი ელემენტარული პირობები.

ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობას წარმოადგენს. საკანალიზაციო სისტემის მოუგვარებლობის პრობლემა აწუხებს ასევე, ისნის რაიონის, კახეთი-რკინიგზის სახლის 15-მდე ოჯახს. ამდენად, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, კეთილმოწყობისათვის გამოყოფილ ხარჯებში, უპირობოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვსი საჭირო სახსრები”,- აღნიშნა თედო კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...