თედო კობახიძე ბიუჯეტში ხანდაზმულთა პანსიონატისთვის დამატებით თანხებს ითხოვს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ, 2016 წლის ბიუჯეტში თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის პრობლემების გადასაჭრელი თანხების დამატება მოითხოვა.

19 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ, დააყენა საკითხი, თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი იქნეს ქალაქ თბილისში, თემქის მე-11 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადაპტირებული ლიფტით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების გამოყოფის შესახებ.

"აღსანიშნავია, რომ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა თბილისში, სადაც მზრუნველობამოკლებული მოხუცებულებისათვის, თავშესაფრით უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ამ პანსიონატში დაახლოებით 80-მდე ხანდაზმული ბინადრობს, რომელთაგანაც ზოგიერთს უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი აღარ შეუძლია. შესაბამისად, მოხუცთა თავშესაფარს ესაჭიროება ადაპტირებული ლიფტი, რომლითაც როგორც მობინადრე მოხუცები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხანდაზმულებიც შეძლებენ სარგებლობას", – აღნიშნა თედო კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თედო კობახიძე ოქტომბერში ეწვია თბილისის თემქის ხანდაზმულთა პანსიონატს და აქტიურად დაიწყო პანსიონატის პრობლემების შესწავლა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პასნიონატი სახელმწიფოს, კერძოდ მუნიციპალიტეტის დოტაციაზეა, თედო კობახიძის თქმით, სახელმწიფო, კერძოდ მუნიციპალიტეტი, ვალდებულია, რომ ეტაპობრივად გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც ხანდაზმულებს აწუხებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...