თედო ჯაფარიძე: ვარშავის სამიტზე ნატოში გაწევრიანების საკითხს დავაყენებთ

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა დასრულდა. 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას პრეზიდენტის და პრემიერის გარდა თავადაც ესწრებოდა, ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

„განვიხილეთ ჩვენი ქვეყნისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პრიველ რიგში პრეზიდენტმა ისაუბრა მის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც რამოდენიმე დღის წინ აშშ-ში გაიმართა, გარდა ამისა, განვიხილეთ ძალიან მწვავე და ჩვენთვის საინტერესო თემები, ეს არის დაკავშრებული ვარშავის მოახლოებულ სამიტთან, ვიზალიბერალიზაციასთან და რამდენიმე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია შიდა პროცესებთან, კოალიციაში არსებულ ახალ გადაადგილებებთან“, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

მან ასევე ვარშავის სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების საკითხს დააყენებს.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, ეს ნათელია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისათვის, ნათელია ნატო-ს წევრი ქვეყნებისათვის, ჩვენი სამომავლო საბოლოო მიზანია ნატო-ში გაწევრიანება და ამ საკითხს დავაყენებთ. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, დამოკიდებულია იმ პროცესებზე და მიდგომებზე, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ“, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკითხი დეტალურად არ განუხილავთ.
„განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები“, – განაცხად თედო ჯაფარიძემ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შესაბამისად, შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...