თედო ჯაფარიძე: ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია

„დღეს ბრიუსელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უსასტიკესი ტერორისტული აქტები განხორციელდა. არის უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად განვიცდით ამ უმძიმეს ტრაგედიას. ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ“, – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გააგრძელოს ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. 

„საქართველო გადაჭრით აღიარებს დასავლურ კურსს, მის იდეალებსა და ფასეულობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს. ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. დღეს მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები საუდის არაბეთში, სადაც მასპინძელ მხარესთან ერთად მკაცრად დავგმეთ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს და სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ“, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად