თედო ჯაფარიძე: იმედი მაქვს, კოალიცია სასურველ შედეგს მიაღწევს

„მე იმედი მაქვს, რომ კოალიცია მიაღწევს იმ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

„კოალიცია არჩევნებამდე მივა იმ შემადგენლობით, რომელიც არსებობს დღეს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კითხვაზე იქნება თუ არა ის არჩევნების შემდეგ პარლამენტში, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს დამოკიდებული იქნება საარჩევნო სიაზე. 

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა თითქმის 2 საათი გაგრძელდა.

შეხვედრას, პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის გარდა ესწრებოდნენ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...