თედო ისაკაძე: “რ2” აქიმიძემ, დვალმა და კიწმარიშვილმა 25 წლის წინ მე და ჩემს მეგობრებს წაგვართვეს

ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1999—2002 წლებში) თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბევრჯერ ვთქვი, ახლაც ვამბობ და გავიმეორებ:

რ2-ის, როგორც ანტიმედიის ფლაგმანის ჩამოყალიბებაში ამ “ტროიკას” მიუძღვის “ღვაწლი” – კიწმარიშვილი, დვალი, აქიმიძე.

“ტვინების გამორეცხვის”, სიცრუის მეთოდოლოგიური ტირაჟირების, შავი პიარის, მედიაბულინგის და ყველა სხვა ევროპული ყვითელი მედიისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მედია სახედ იქცა, ამ “დამფუძნებლელი მამების” დამსახურებაა.

მეტიც, სხვისი ქონების თაღლითურად “ახევის” პრაქტიკას ამ ვაჟბატონებმა დაუდეს საფუძველი. პიონერები იყვნენ.

აქ არ ვაპირებ 25 წლის წინანდელი ისტორიის მოყოლას. ყურადღებას მხოლოდ მორალურ ნაწილზე გავამახვილებ:

ამ არარაობებმა, მე და ჩემს პარტნიორებს უნამუსოდ აგვართვეს (ტექნოლოგიებზე მერე, უფრო ვრცლად) არხი სადაც ქ. რუსთავიდან სათანამშრომლოდ გადმოვიპატიჟეთ, კლასელობის, კურსელობის და ნათლიმირონის ხათრით.

ამ ისტორიის შემდეგ ამაზრზენია ამათი საუბარი რაიმე სამართლიანობაზე, სინდისზე და ნამუსზე !!!

ესენი მენტალობით ნაცები და (ტოლობის ნიშნით) ყველაფრის მკადრებლები არიან.

P. S. ფბ ფრენდებიდან, ვინც ეს ისტორია იცის და მაინც ამ მოდგმას გულშემატკივრობს, ნებაყოფლობით განმიფრენდდით სანამ შემიმკიხართ საკადრისი ეპითეტებით, ვინც არ იცის-გაერკვიეთ და მერე გამოიდეთ ამათთვის თავი!”, – წერს თედო ისაკაძე.

ცნობისთვის, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მოგვიანებით კი, “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 2010 წელს, მასსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

2019 წლის 23 ივნისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

2019 წლის 24 ივლისს, ქიბარ ხალვაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა. კალიგრაფიული ექსპერტიზისთვის ხელმოწერას დატოვებს.

2019 წლის 25 ივლისს კი, შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი “20-21 ივნისისი საქმეზე”,  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავა

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...