ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი

1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები,
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად