თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 31.6 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 31.6 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და
საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 96.6 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 21.9 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა თებერვალში 36.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 36.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად