თებერვალში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 91%-ით შემცირდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 91%-ით შემცირდა. 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ უცხოეთის 42 075 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენობრივად შემცირება 424 334-ს შეადგენს. 

2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2021 წლის თებერვალში განხორციელდა ვიზიტები:

1 თურქეთი – 15 983 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75,0%
2 სომხეთი – 5 785 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,9%
3 საქართველო (არარეზიდენტი) – 5 760 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -84,4%
4 აზერბაიჯანი – 3 950 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,8%
5 რუსეთი – 2 925 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,4%
6 უზბეკეთი – 1 256 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 13,8%
7 უკრაინა – 1 074 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,7%
8 ყაზახეთი – 443 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -83,6%
9 ბელარუსი – 408 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -86,2%
10 ირანი – 347 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,0%
11 ტაჯიკეთი – 343 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -42,8%
12 ბულგარეთი – 204 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -66,1%
13 ყირგიზეთი – 180 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -68,5%
14 გერმანია – 166 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,8%
15 საფრანგეთი – 160 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,6%

2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას წარმოადგენს. ვიზიტორების დიდი ნაწილი 2020 წლის პირველ კვარტალში “ლოქდაუნამდე” შემოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...