თებერვალში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 428.46 მლნ ლარით შემცირდა

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის პირველი მარტისათვის 46.23 მლრდ ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.95 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად