თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 4,9 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,9 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 0,5 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად ორი თვის საშუალო მაჩვენებელი 2,7 პროცენტზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მიზნობრივი ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენდა, თუმცა მთავრობამ მისი კლების მიმართულებით გადახედვაზე განცხადება მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთა. დაკორექტირებულ მაჩვენებლებს მთავრობა უახლოეს პერიოდში წარადგენს და ის სავარაუდოდ 2 პროცენტიან ნიშნულზე იქნება. საქართველოში 2 პროცენტიანი ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი და სავალუტო მისიაც.

რაც შეეხება საქონლით საგარეო ბაჭრობის ბრუნვას, ექსპორტი თებერვალში იანვართან შედარებით მცირედით გაიზარდა და 167 მილიონი დოლარი შეადგინა, იანვარში ეს ციფრი 156 მილიონ დოლარს შეადგენდა. გაიზარდა იმპორტირებული საქონლის მოცულობაც და მან საანგარიშო პერიოდში, 571 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იანვრის მონაცემებზე 33 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი რეკომენდაცია სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელად იმპორტის შემცირებას ეხებოდა.

2015 წლის 2 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 9 პროცენტით შემცირდა. წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით იანვარ-თებერვალში 26 პროცენტით შემცირდა ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტი, იმპორტი კი 2,2 პროცენტით.

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 4,9 პროცენტით გაიზარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...