თებერვალში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 178 მილიონი ლარით შემცირდა

თებერვალში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 178 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 592.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 120 მლნ ლარით და 1,720 მლნ ლარს შეადგენს.

თებერვლის თვეში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შემცირდა 124 მლნ ლარით. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 244 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,120 მლნ ლარს გაუტოლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად