თებერვალში, ლარით გაცემული სესხები 130.8 მლნ-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით – 75.8 მლნ აშშ დოლარით

თებერვალში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 130.8 მლნ ლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა და 14.60 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 75.8 მლნ აშშ დოლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.23 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 60.7 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 90.0 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების მატება, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

თებერვლის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით გაიზარდა და 437.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 40.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.4 პროცენტს გაუტოლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად