თეატრალურმა დასმა „ცისარტყელა”-მ სპექტაკლის „ერთი სოფლის ამბავი“-ს პრემიერა წარმოადგინა

ქ. ბათუმის #26 საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრთან 2007 წლიდან ფუნქციონირებს თეატრალური დასი „ცისარტყელა“. დასის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტუღუშია .
დასმა წელს მერვე წარმოდგენა გამართა. თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში შედგა სპექტაკლის „ერთი სოფლის ამბავი“ პრემიერა.
პატარა ხელოვანებმა საზოგადოებას აჩვენეს, რომ მათი შესაძლებლობები და ნიჭიერება უსაზღვრო და შეუზღუდავია.
ორგანიზატორების განმარტებით, კულტურული ღონისძიებები აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს თავიანთი ემოციური განცდების გამოვლენისა და სოციალური გამოცდილების გამდიდრების საშუალებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრი დამატებით აფინანსებს ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრს, სადაც 42 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე სწავლობს. ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოქმედებს სახელოსნოები, სადაც მოსწავლეები მუშაობენ თიხაზე, ბატიკაზე, თექაზე, ქსოვენ გობელენს, ამზადებენ სუვენირებს და ხვეწენ სახვითი ხელოვნების უნარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად