თეატრალური ფესტივალის პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

 პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პრეზენტაცია გაიმართება, – ამის  შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

Georgian ShowCase – ქართული სპექტაკლების პროგრამა, ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით სტუმრობენ.

2015 წლის ქართული სპექტაკლების მთავარი პროგრამა, ამ დროისთვის, 12 თეატრის 13 სპექტაკლით განისაზღვრა. პროგრამა თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის 7 პრემიერა, რომლებიც 5 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა თეატრში გაიმართება.

წელს ქართული სპექტაკლების სანახავად ჩამოდის 73 სტუმარი: ჰოლადნიიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, ომანიდან, ირანიდან, საბერძნეთიდან, ნორვეგიიდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან ჩეხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ესტონეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ალჟირიდან, შვედეთიდან, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონიიდან, ნიგერიიდან, სერბეთიდან, ჩინეთიდან. ქართული შოუ ქეისი ერთგვარი თეატრალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონიდან.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქ თბილისის ვიცემერი ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, სხვადასხვა ქვეყნის თეატრის კრიტიკოსები, ფესტივალის პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად