თეა წულუკიანი ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე: ის არ არის შეპყრობილი, მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება, ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია

“რატომ ვერ მოახდინეს სამართალდამცავმა უწყებებმა ჩასაფრება და ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავება, მას შემდეგ, რაც მან ბოლო 3 მძევალიც გამოუშვა”.

ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში “ღამის კურიერი” დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რატომ ვერ მოხერხდა შეიარაღებული თავმდსახმელის დაკავება მაშინ, როდესაც ის მძევლბთან ერთად გადაადგილდებოდა დ გაათავისუფლა ეს მძევლები. ანუ მასზე თვალთვალი, მათ შორის,  თანამდეროვე საშუალებებით არ განხორციელდა?

თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა იყო, რაც, მისი თქმით, “ქართული ოცნების” პრიორიტეტია:

“ვერა კი არა, არ მოახდინეს, მას შემდეგ და მანამდეც, ეს პირდაპირ ნიშნავდა იმ ადამიანების სიკვდილს და მე ძალიან მეამაყება, რომ მიუხედავად ბევრი ჩასაფრებული ადამიანისა, არ გვყავდა გარდაცვლილი ამ სპეცოპერაციისას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ჰქონდეთ მოქალაქეებს უსაფრთხოების განცდა, როდესაც ტერორიზმში ბრალდებული თავისუფლად გადაადგილდება, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ნათქვამი “თავისუფლად გადაადგილდება”, ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია:

“როგორც, ჩანს, ინფორმაცია გაქვთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება?! ჩვენ არ ვიცით, ის თავისუფლად გადაადგილდება, თუ იმალება. ის არის შეიარაღებული, არის განსაკუთრებით საშიში, არ არის შეპყრობილი, ანუ დაპატიმრებული მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება, ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად