თეა წულუკიანი: ვიზიარებ ბატონი კახიძის მწუხარებას მერაბიშვილის კანონიერ პატიმრობაზე

"ჩვენ 26 მაისის მსხვერპლებთან ვმუშაობთ, რათა ისინი არ ელოდნონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და ჩვენ ჩავატაროთ ის გამოძიება, რომელიც ბატონმა მერაბიშვილმა არ ჩაატარა. ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვექცევით 26 მაისის მსხვერპლთ." – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2030-თან საუბრისას. 

"მე მათთან სტრასბურგის სასამართლოში არ ვდავობ, ისევე როგორც არ ვდავობ გამცემლიძის მამასთან, რომელსაც შვილი ქუჩაში მოუკლეს. როგორ შეიძლება მე მასთან ვიდავო, როცა მასთან ერთად ვიდექი ქუჩაში. მე არ ვდავობ წინა მთავრობის მსხვერპლებთან სტრასბურგში და ჩვენ ვცდილობთ, რომ თუკი საქმე გაფუჭებული არ არის, იმიტომ რომ დრო მუშაობს გამოძიების წინააღმდეგ, ვცდილობთ, გამოვიძიოთ და სტრასბურს არ დაველოდოთ. ვანო მერაბიშვილის ნაწილში მე ვიდავებ, მთავარ ნაწილში დავა მოგებულია.

ვიზიარებ ბატონი კახიძის მწუხარებას ვანო მერაბიშვილის კანონიერ პატიმრობაზე. სულ ეს არის. მე ბატონ ვანო მერაბიშვილთან მაქვს ასეთი პოზიცია, რომ მხარე ვარ და ჩემი ვალია ვიბრძოლო სამართლიანობისთვის ბოლომდე. 

სხვებთან მე არ ვდავობ ასე, მე მაგალითად მე არ ვდავობ და არც ვიკადრებ ვიდავო იმ პატარა გოგონასთან, რომელსაც 5 წელი ბოლომდე მოახდევინეს ციხეში. აღარც ვახსენებ მის სახელს, იმიტომ რომ ის წარჩინებული სტუდენტი ახალგაზრდაა და მე მას ვუსურვებ დიდ წარმატებას.

მე ის დღე არ დამავიწყდება, როდესაც ის ციხიდან გამოვიდა და მე ციხის კართან დავხვდი მშობლებთან ერთად და ეს იყო უბედნიერესი დღე. მართლა ემოციები მახრჩობს, როცა ვიხსენებ. 

რაც შეეხება მერაბიშვილის და უგულავას საქმეს, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიდავებ, სასამართლო ამისთვის არსებობს. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო." – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად