თეა წულუკიანი: ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, გაირკვევა ხვალ

იქნება თუ არა წარმოდგენილი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე განახლებულ პოლიტსაბჭოში, თეა წულუკიანი წინასწარ არ ადასტურებს.

“ჩვენი პარტიის მომავალ თავმჯდომარეს, რომლადაც განსაზღვრულია ბატონი ირაკლი კობახიძე და ხვალ შედგება ყრილობა, სადაც მას ჩვენ ნდობას გამოვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების დებულებით არის გათვალისწინებული პარტიის თავმჯდომარისთვის.

მე ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, გაირკვევა ხვალ და რომც ვიყო კანდიდატი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ პარტიის წევრებმა უნდა გამოუცხადონ თითოეულ კანდიდატს ნდობა, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოს წევრი და ვინ არა – მე ვფიქრობ, რომ არის უპასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ეს ხდება არჩევით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ქართული ოცნების” ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა იქნას არჩეული 16 იანვარს გამართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად