თეა წულუკიანი: ვარ თუ არა “ოცნების” საარჩევნო სიაში, ხვალ გამოქვეყნდება… მომავალთან დაკავშირებით ბევრი სურვილი მაქვს

ვარ თუ არა “ოცნების” საარჩევნო სიაში, ხვალ გამოქვეყნდება… მომავალთან დაკავშირებით ბევრი სურვილი მაქვს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე ვარ თუ არა სიაში, ეს ოფიციალურად გამოქვეყნდება ხვალ. რაც შეეხება იმას ვინ არის სიაში – ძველი და ახალი სახეები, ამის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი, რადგან კონულტაციები იმართება პოლიტსაბჭოს ფარგლებში, რომლის წევრიც მე არ გახლავართ. ხვალ იქნება პრეზენტაცია და იმ პრეზენტაციაზე მე ვიქნები მხოლოდ მინისტრის რანგში თუ ასევე კანდიდატის რანგში, ამას ნახავთ ხვალ.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახავთ, არის თუ არა პირველი ნომერი ესა თუ ის ადამიანი, რომლის გვარიც ცხადდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი გახდეს დეპუტატი? – პასუხობს:

“მე მაქვს ძალიან ბევრი სურვილი, რომელიც დაკავშირებულია მომავალთან”, – აღნიშნავს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, ხვალ “ქართული ოცნების” სიის ოცეული გახდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი სიის მესამე ნომერი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად