თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილმა დღეს კანონიერების ნაწილში დავა პირწმინდად წააგო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "ჯი-დი -ეს" -ზე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 "ვანო მერაბიშვილმა  და მისმა გუნდმა ერთი 1 ოქტომბერს გაიმარჯვა არჩევნებში, მერე 2008 წლის აგვისტოში ომი მოიგო და ქვეყანა გააერთიანა და გადაჭიმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის და ახლა მესამედ. ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა.

 ვანო მერაბიშვილზე მე გუშინ ვთქვი და ვიმეორებ, დღეს ის არის პატიმარი. პატიმარს აქვს თავისი უფლებები, ადვოკატს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და მე არ მინდა დავიჯერო, რომ მას ადვოკატები, რომ შედიან საკანში, ატყუებენ. მან დღეს, კანონიერების  ნაწილში, დავა პირწმინდად წააგო. წააგო დავა ასევე იმ დიდი თანხების მოლოდინში რაც ჰქონდა და სტრასბურგის იმ "ქეისის" ფრაზას მოვიყვან, რომელიც კარგად ვიცი, ის ამბობს, რომ  სტრასბურგის პროცედურა არ არის გამდიდრების მიზნით პროცედურა, ამიტომ როცა ითხოვ 35 642 ე ევროს, როცა ადვოკატი ხარ, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ამ სახით უნდა გამდიდრდე, ამიტომაც, გონივრული თანხები იქნა მინიჭებული, თუმცა ეს გონივრული, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, მეჩვენება, რომ მეტისმეტია. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ დავას იმ პატარა ნაწილში, რაც არის და მჯერა, რომ დავაყენებთ სამართლებრივ შედეგს. პატიმარი, თავისმა ადვოკატმა არ უნდა ამყოფოს ილუზიასა და ტყუილში." – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად