თეა წულუკიანი: უგულავას და ოქრუაშვილის ადგილი არის ციხეში – პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო უსამართლო და სახიფათო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავასა და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე იყო უსამართლო.

თეა წულუკიანის აზრით,  გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის ადგილი ციხეშია.

მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება.

როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება, ერთი მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი.

მეორე არის ის, რომ ცოტა სახიფათო მომეჩვენა ეს გადაწყვეტილება და სიტყვებს ვზომავ და ვწონი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია ეთერში. ჩვენ რომ ახლა სადმე არაოფიციალურ გარემოში ვიყოთ და მე ეს სტატუსი არ მქონდეს, სხვანაირად ვიტყოდი. მაგრამ აქ და ახლა ვსაუბრობ, როგორც ვსაუბრობ და ვიტყოდი, რომ ეს იყო ცოტა სახიფათო. იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში ამან გააჩინა შიში და განცდა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ცნებასთან, როგორიც არის „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.

და არის მესამე: არის თანამეგობრობის განცხადებები. ამ ჭრილში მე უკვე ვთვლი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მე ვერ ვუწოდებ გაუმართლებელს”  – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად