თეა წულუკიანი: თუ კულტურის მინისტრობას შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ განათლებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის შემთხვევაში, უწყებას უხელმძღვანელოს.

როგორც თეა წულუკიანმა ტვ “ფორმულასთან” განაცხადა, ჯერ უნდა მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ იქნება მსჯელობა.

“თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე”, – თქვა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, კულტურის სფეროს ინტერესები “ჩაიკარგა”.

“დარწმუნებული ვარ თქვენც ხედავთ. რომ კულტურის სფერო, მას შემდეგ რაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, თითქოს ის ინტერესები, რაც არის დასაცავი, ჩაიკარგასავით. ამიტომ, ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს. მიიღებს ეს გამოსწორება ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბების ფორმას თუ არა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მთავრობის დამტკიცებას. მე როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა და არა დეპუტატის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად