თეა წულუკიანი ბოკუჩავას: დაანებეთ ბაჩანა შენგელიას თავი, კანონით აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში

“იქნებ, დაანებოთ თავი ამ ადამიანს. კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესები, დროებით შეუჩერდება ბიუროს საქმიანობის უფლება”.

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინათინ ბოკუჩავას მიერ პარლამენტის პლენრულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

“მინდა ყველას შევახსენო, არსებობს საქართველოს კანონო ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. როდესაც აქ წარვდგები მინისტრის საათის ფორმატში და ეს არჩევნებამდე იქნება, მაშინ ნებისმიერ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსლებების განხორციელებისას, კანონმდებლობაში იქვე წერია, რომ აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, იქნებ, დაანებოთ თავი ამ ადამიანს. კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესები, დროებით შეუჩერდება ბიუროს საქმიანობის უფლება. ძალიან გთხოვთ, ნუ აპოლიტიზრებთ ამ თემას, საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. ეს არის, რაც ამ წუთში შემიძლია ვთქვა და არ მგონია, რომ ეს ფორმატი იმისთვის არის, რომ თქვენ განგახილინოთ აქ იუსტიციის სამინისტროს რომელი საკადრო გადაწყვეტილება ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა თინათინ ბოკუჩავას საპასუხოდ. თუმცა, ეს უკანასკნლელი პლენარულ დარბაზში აღარ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარდგა. მას დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. თინათინ ბოკუჩავას შეკითხვა ეხებოდა ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს.თინათინ ბოკუჩავა პრემიერს, – „ბაჩანა შენგელია სამსახურიდან წულუკიანის თვითნებობით გათავისუფლდა თუ თქვენი დავალებით მოხდა“?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად