თეა წულუკიანი: სტრასბურგმა თანხაზე მსჯელობა გადადო, მაგრამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება

სტრასბურგმა თანხაზე მსჯელობა გადადო, მაგრამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ერთადერთი, რაც სტრასბურგის სასამართლომ სამომავლოდ სამსჯელოდ გადადო არის, თუ რა ოდენობის თანხა ეკუთვნის საქართველოს რუსეთისაგან დარღვევებისთვის, მაგრამ არ მიწყენთ და ვიცი, რომ დამეთანხმებით ალბათ კიდეც, ეს უკვე არის მეორეხარისხოვანი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა  თანხაში არ იზომება. მთავარი არ არის ის, თუ რა გადაწყდება ერთი წლის თავზე, რა რაოდენობის თანხა გვეკუთვნის ჩვენ რუსეთისგან. რა თქმა უნდა, ამასაც მივაქცევთ ჩვენ ყურადღებას”, – თქვა წულულიანმა.

კითხვაზე, რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა აქვს დაკისრებული დეპორტირებულების საქმეზე, თუმცა გადახდას არ აპირებს და რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ამის იძულებისათვის? – წულუკიანი ასე პასუხობს:

“დეპორტირებულების საქმე, რა თქმა უნდა, თვისობრივად განსხვავდება ამ საქმისგან და დეპორტირებულების საქმეს ვერ ჩავთვლით დასრულებულად, ვიდრე ეს 10 მილიონი ევრო დეპორტირებულებს არ გადაეცემა რუსეთის ფედერაციის მიერ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელწიფოს გავლით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან წულუკიანი მადლობას უხდის დაბომბილი სოფლების იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც სიმართლის დადგენისთვის იბრძოდნენ და სტრასბურგშიც კი ჩავიდნენ ამისთვის. მანვე მადლობა განსაკუთრებული წვლილისთვის აშშ-საც გადაუხადა.

სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტიება მიიღო და საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო. დეტალების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად