თეა წულუკიანი: შეიძლება “ოცნებამ“ ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე ისეთი საოცარი შეცდომები დაუშვას, რომ ამან გამოიწვიოს მისი რეიტინგის და მხარდაჭერის ვარდნა

შეიძლება მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე ისეთი საოცარი შეცდომები დაუშვას, რომ ამან გამოიწვიოს მისი რეიტინგის და მხარდაჭერის ვარდნა, ან მეორე მხარემ პოზიტიური კუთხით იმგვარი საოცარი ქმედებები განახორციელოს, რომ მართლაც უფრო მეტი ნდობა მოიპოვონ, ვიდრე ამ არჩევნებზე. – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, გადაცემაში “თავისუფალი ხედვა”.

„ჩემთვის ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის, როდესაც ჩვენ გვაქვს რომელიღაც ერთ წელიწადს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ ერთი წლის თავზე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, ზოგ პარტიას შეიძლება დააკლდეს ხმები, ზოგს მკვეთრად მოემატოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკურ ფორმაში იქნება მოცემული პარტია. მაგალითად, ჩვენგან უკვე წავიდა ჩვენი ლიდერი, თქვენ ამბობდით, ამან ხომ არ შეიძლება იქონიოს გარკვეული ასახვა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე კლებისკენ, ეს თუ ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებმა რეალური შედეგი არ ასახა? ვფიქრობ – არა. შეიძლება მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე ისეთი საოცარი შეცდომები დაუშვას, რომ ამან გამოიწვიოს მისი რეიტინგის და მხარდაჭერის ვარდნა, ან მეორე მხარემ პოზიტიური კუთხით იმგვარი საოცარი ქმედებები განახორციელოს, რომ მართლაც უფრო მეტი ნდობა მოიპოვონ, ვიდრე ამ არჩევნებზე. ამიტომ გამოვიყენე სიტყვა აბსურდი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ ერთი წლით ადრე შემდგარი ეროვნული დონის არჩევნების რევიზიის საფუძვლად, სამართლებრივად ხომ ნონსენსია, მაგრამ პოლიტიკურად უბრალოდ აბსურდი მგონია.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად