თეა წულუკიანი: შედეგები აჩვენებს რომ ეს „ნაცმოძრაობის“ მორიგი ფეიქ-ზეიმია

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ახლა კი არა, დილის ათ საათზე დააანონსა, რომ ავღანეთში მათ მოიგეს არჩევნები. ამის შემდეგ რისი დაჯერება შეიძლება?”- განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკინმა საგანგებო ბრიფინგზე.

“მე მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მშვიდად იყოს. უპრეცედენტო აქტივობა გამოიჩინა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა და ეს ის ხალხია, რომელმაც ჩვენთან ერთად უარი უთხრა ბოროტობას 1 ოქტომბერს.

წელს არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ძალიან მალე დადებს ცესკო შედეგებს და დათვლის პროცესი და შედეგები აჩვენებს რომ ეს “ნაცმოძრაობის” მორიგი ფეიქ-ზეიმია. დიდი  მადლობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად